სეტყვა, ქარი და სიცხე: უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი საქართველოში

© photo: Sputnikხე ქარის დროს
ხე ქარის დროს - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2021
გამოწერა
დედაქალაქში დღეს ძლიერი ქარია მოსალოდნელი, უახლოეს დღეებში ტემპერატურა 33–35 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისი, 19 მაისი - Sputnik. სინოპტიკოსები დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ელჭექს, წვიმასა და ძლიერ ქარს პროგნოზირებენ, მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში კი ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.

20-21 მაისს საქართველოში მოსალოდნელია ცხელი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 21 მაისს დასავლეთ საქართველოში +32, +37, აღმოსავლეთ საქართველოში +30,+35 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2021
როგორი ამინდი იქნება თბილისში პარასკევს, 21 მაისს

22 მაისს დღის მეორე ნახევრიდან ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში +25, +30 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +32, +37 გრადუსამდე მოიმატებს.

23-24 მაისს საქართველოში ამინდი გაუარესდება და დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან კი სეტყვაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში აგრილდება, აღმოსავლეთ საქართველოში კი ჰაერის მაღალი ტემპერატურა (+30, +35 გრადუსი) შენარჩუნდება.

თბილისში 19–22 მაისს ცხელი და უნალექო ამინდი იქნება, 23-24 მაისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება. 19 მაისს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ყველა ახალი ამბავი
0