როგორი ამინდი იქნება თბილისში ოთხშაბათს, 28 აპრილს

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2021
გამოწერა
სინოპტიკოსები დედაქალაქში ოთხშაბათს უპირატესად მოღრუბლულ ამინდს პროგნოზირებენ, ტემპერატურა 23–24 გრადუსს მიაღწევს.

თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. თბილისში ოთხშაბათს, 28 აპრილს ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი.

დღის პირველ ნახევარში მოღრუბლული ამინდი და სუსტი წვიმა იქნება, საღამოსკენ კი გამოიდარებს.

ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება პლუს 15–16, ხოლო დღისით 23–24 გრადუსი.

მზე ადგილობრივი დროით 06:02 საათზე ამოვა და 19:55 საათზე ჩავა.

ყველა ახალი ამბავი
0