05:54 15 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1392
  • 100 RUB4.6170
  • USD3.4186
ამინდი
მოკლე ბმულის მიღება
უამინდობა საქართველოში (321)
121 0 0

ქარიშხალმა ძირფესვიანად მოგლიჯა ხეები, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, დაბლოკა ქუჩები. ქალაქში მაშველები და სარემონტო ბრიგადები მუშაობენ.

თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. ქობულეთში ქარიშხლის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

ქარის მიერ წაქცეული ხის ქვეშ მოყვა ორი გამვლელი. ხემ ცენტრალური საავტომობილო გზაც გადაკეტა.

დაშავდა ქობულეთის გამწვანების სამსახურის ორი თანამშრომელი. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ერთ მათგანს ფეხი აქვს მოტეხილი, მეორეს კი მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ბრიგადა, დაწყებულია გზის გაწმენდის სამუშაოები.

კიდევ ერთი შემთხვევა ე.წ. ემტეესის დასახლებაში მოხდა. აქ ქარმა ევკალიპტის ხე წააქცია, რომელიც სახლს დაეცა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლის ჭიშკარი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე იმყოფება სამაშველო ბრიგადა და Energo Pro Georgia-ს ჯგუფი. აღდგენითი სამუშაოები უკვე დაიწყო.

სინოპტიკოსები 20 აპრილიდან საქართველოს მასშტაბით ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ. მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა, ოთხბალიანი შტორმი ზღვაზე და ძლიერი ქარი.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ უხვმა ნალექმა შესაძლოა გამოიწვიოს წყლის დონის მატება მდინარეებში, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთაში კი ზვავებისა და მეწყრული პროცესების ფორმირება.

თემები:
უამინდობა საქართველოში (321)

მთავარი თემები