ამინდი საქართველოში: როგორი იქნება აპრილის პირველი დღეები

© Sputnik / Vladimir Umikashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 02.04.2021
გამოწერა
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს დედაქალაქში თბილი და მზიანი ამინდებია მოსალოდნელი – ჰაერი 21 გრადუსამდე გათბება.

თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. საქართველოში უახლოეს დღეებში დათბება, თუმცა ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

უწყების ცნობით, 3 აპრილის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმიანი ამინდი, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში პლუს 10–15, აღმოსავლეთ საქართველოში კი პლუს 13–18 გრადუსია მოსალოდნელი.

4-5 აპრილს, მიუხედავად თბილი ამინდისა, ზოგ რაიონში ნალექია ნავარაუდევი, შესაძლებელია ელჭექიც. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში პლუს 18–23 გრადუსი იქნება.

თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 2–3 აპრილს ჰაერის ტემპერატურა პლუს 15–17, ხოლო 4-5 აპრილს პლუს 19–21 გრადუსი დაფიქსირდება.

ყველა ახალი ამბავი
0