წვიმა და ძლიერი ქარი – საქართველოში ამინდი გაუარესდება

© Sputnik / Alexander Imedashviliაბანოთუბანი
აბანოთუბანი - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2021
გამოწერა
დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში აპრილის პირველ დღეებში მოსალოდნელია ქარი, მაღალ მთაში კი თოვლი.

თბილისი, 30 მარტი – Sputnik. საქართველოში 4 აპრილამდე ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი, ზოგიერთ რაიონში სინოპტიკოსები წვიმას და ძლიერ ქარს პროგნოზირებენ, ნათქვამია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

30-31 მარტს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში მცირე ნალექია ნავარაუდევი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

დასავლეთ საქართველოს დაბლობში პლუს 15–20 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოში კი პლუს 9–14 გრადუსი იქნება. 

რიყის პარკი - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2021
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 1 აპრილს

„1 აპრილს, დღის ბოლოდან 4 აპრილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ღამის საათებში მაღალ მთაში თოვლი, დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი“, – ნათქვამია განცხადებაში.

1 აპრილს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა პლუს 17–22 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 2-3 აპრილს პლუს 10–15 გრადუსამდე დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოში 19 გრადუსამდე დათბება. თბილისში მცირე ნალექია მოსალოდნელი. 30–31 მარტს პლუს 10–12, ხოლო 1-3 აპრილს პლუს 15–17 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი.

2-3 აპრილს დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ყველა ახალი ამბავი
0