23:39 30 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7043
  • 100 RUB4.2641
  • USD3.1197
ამინდი
მოკლე ბმულის მიღება
ამინდი საქართველოში (494)
225 0 0

გარემოს ეროვნული სააგენტო ქვეყნის მოსახლეობას უახლოესი დღეების მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აცნობს.

თბილისი, 26 მარტი — Sputnik. უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია წვიმიანი ამინდი, ზოგან კი ძლიერი ქარი, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.

  • 26–27 მარტს ქვეყანაში შედარებით ცივი და წვიმიანი ამინდი იქნება. ზოგან იქროლებს ძლიერი ქარი. ბარში ჰაერი +5-დან +10 გრადუსამდე გათბება. მთაში მოთოვს, სადაც ასევე ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი.
  • 28 მარტს ნალექი მოვა მხოლოდ ცალკეულ რაიონებში, ტემპერატურა +8, +13 გრადუსამდე მოიმატებს. 
  • 29-31 მარტს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება და +12, +17 გრადუსამდე დათბება.
  • 30-31 მარტს აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად ღრუბლიანი და ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერი +7, +12 გრადუსამდე გათბება.
  • 26-27 მარტს თბილისში შესაძლოა მცირე წვიმა მოვიდეს. ამასთან 27 მარტს იქროლებს ძლიერი ქარი.
  • 28-29 მარტს დედაქალაქში უნალექო, ხოლო 30-31 მარტს წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ტამპერატურა +10, +12 გრადუსი იქნება.
თემები:
ამინდი საქართველოში (494)

მთავარი თემები