20:03 20 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7754
  • 100 RUB4.3879
  • USD3.1681
ამინდი
მოკლე ბმულის მიღება
უამინდობა საქართველოში (325)
294 0 0

უახლოეს დღეებში აღმოსავლეთ საქართველოში მკვეთრად აცივდება – ჰაერის ტემპერატურა მინუს 4–7 გრადუსამდე დაიწევს.

თბილისი, 11 მარტი – Sputnik. 11 მარტის დღის მეორე ნახევრიდან 13 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

სინოპტიკოსები 12 მარტს ზოგიერთ რაიონში ძლიერ თოვლს ვარაუდობენ. მაღალ მთაში მოსალოდნელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი.

უწყების ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა–გააქტიურება გამოიწვიოს.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის გადაადგილება. 13-15 მარტს ღამის საათებში ქართლსა და კახეთში ტემპერატურა მინუს 4–7 გრადუსამდე დაიწევს, რაც ყვავილობის ფაზაში მყოფ ხეხილზე და საშემოდგომო ხორბლის ნათესებზე უარყოფითად იმოქმედებს.

თემები:
უამინდობა საქართველოში (325)

მთავარი თემები