00:15 31 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7043
  • 100 RUB4.2641
  • USD3.1197
ამინდი
მოკლე ბმულის მიღება
ამინდი საქართველოში (494)
369 0 0

სპეციალისტები აცხადებენ, რომ მოსალოდნელმა უხვმა ნალექმა მთიან რაიონებში ზვავისა და მეწყრული პროცესების პროვოცირება შეიძლება გამოიწვიოს

თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოს ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

კერძოდ, ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ასევე შიდა ქართლსა და მთიან რეგიონებში 13 და 14 თებერვალს მოსალოდნელია წვიმა, ხოლო მაღალ მთაში – თოვლი და ქარბუქი.

მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ქარი 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს, მაგრამ დროდადრო შეიძლება 20–25 მეტრამდე გაძლიერდეს. ზღვაზე კი 5–6 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსები გვაფრთხილებენ, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

თემები:
ამინდი საქართველოში (494)

მთავარი თემები