თოვლი, ქარი, შტორმი: საქართველოში ამინდი გაუარესდება

მთაში - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2021
გამოწერა
როგორც ჩანს, თბილი და მზიანი დღეები, რამაც ასე გაგვანებივრა თებერვლის დასაწყისში, მთავრდება და ზამთარი ბრუნდება.

თბილისი, 4 თებერვალი – Sputnik. 5 თებერვლიდან 6 თებერვლის დღის პირველ ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

„ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ქარბუქი და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა", – ნათქვამია განცხადებაში.

სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ მოსალოდნელ უხვ ნალექს შეუძლია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

ყველა ახალი ამბავი
0