საქართველოს დედაქალაქში სამშაბათს ღამით მოსალოდნელია ყინვა, დღისით კი მზიანი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით მხოლოდ 9 გრადუსს მიაღწევს.
თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. სინოპტიკოსები სამშაბათს, 26 იანვარს უმეტესად დედაქალაქში მზიან და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.
მინიმალური ტემპერატურა ღამით მინუს 1 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო დღისით +8-9 გრადუსამდე მოიმატებს.
ქარი წამში 1–5 მეტრი სიჩქარით დაუბერავს, საღამოს კი 10-13 მეტრამდე გაძლიერდება.