როგორი ამინდი იქნება თბილისში კვირას, 24 იანვარს

© Sputnik / Alexander Imedashviliთოლიები მტკვარზე
თოლიები მტკვარზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს დედაქალაქში კვირას მზიანი, მაგრამ ცივი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით მხოლოდ 4 გრადუსს მიაღწევს.

თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. სინოპტიკოსები კვირას, 24 იანვარს დედაქალაქში მზიან და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.

მინიმალური ტემპერატურა ღამით მინუს 1 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო დღისით +4 გრადუსამდე მოიმატებს.

ქარი წამში 1–5 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

მზე 08:20 საათზე ამოვა და 18:05 საათზე ჩავა.

ყველა ახალი ამბავი
0