გაფრთხილება ამინდის შესახებ: სინოპტიკოსები განცხადებას ავრცელებენ

გამოწერა
გასულ კვირაში ქვეყანაში მშრალი და მზიანი ამინდი ნარჩუნდებოდა, რაც ხვალიდან ნალექითა და ქარბუქით შეიცვლება

თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. სინოპტიკოსები 11-12 იანვარს საქართველოში წვიმასა და მთაში თოვლს პროგნოზირებენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ნალექი (ზოგან ძლიერი) ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილშია მოსალოდნელი.

ამასთან მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი.

სააგენტო აფრთხილებს მოსახლეობას, რომ ძლიერმა ნალექებმა შესაძლოა მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

 

ყველა ახალი ამბავი
0