16:26 20 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9801
  • 100 RUB4.4446
  • USD3.2994
ამინდი
მოკლე ბმულის მიღება
ამინდი საქართველოში (460)
108 0 0

შობის ღამეს საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, თუმცა ქვეყნის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებში ჰაერის ტემპერატურა განსხვავებული იქნება.

თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, 6-დან 8 იანვრამდე დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში აცივდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის დასავლეთში უახლოესი ორი დღის განმავლობაში ქარიანი, თუმცა თბილი ამინდები იქნება. ჰაერის ტემპერატურა პლუს 13-დან 8 გრადუს სითბომდე იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია მოღრუბლული და შედარებით ცივი ამინდი, დროდადრო ნისლით. დღისით ჰაერის ტემპერატურა +5-დან +10 გრადუსამდე გათბება.

შობის ღამეს დასავლეთ საქართველოს ბარში ტემპერატურა +4, +9 გრადუსი იქნება, მთებში — მინუს 5-დან 0 გრადუსამდე, ხოლო მაღალ მთიანეთში — მინუს 10-დან მინუს 5 გრადუსამდე.

აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში მოსალოდნელია –6-დან –1 გრადუსამდე ტემპერატურა, მთებში — მინუს 10-დან მინუს 5-მდე, ხოლო მაღალ მთიანეთში ყინვა მინუს 13-დან მინუს 8 გრადუსამდე იმერყევებს.

თბილისში ასევე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. შობის ღამეს ჰაერის ტემპერატურა 0-2 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით ჰაერი +6–დან +8 გრადუსამდე გათბება.

 

თემები:
ამინდი საქართველოში (460)

მთავარი თემები