საქართველოში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი: სინოპტიკოსების უახლოესი დღეების პროგნოზი

გამოწერა
საქართველოს დედაქალაქში უახლოეს დღეებში წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა კი 13 გრადუსი იქნება.

თბილისი, 13 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ცვალებადი ამინდი გველოდება – ქვეყნის ცალკეულ რაიონებში სინოპტიკოსები მცირე ნალექს პროგნოზირებენ, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

„13-16 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობში +14, +19 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი აღინიშნოს, ტემპერატურა კი +9, +14 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი“, – ნათქვამია განცხადებაში.

მაღალ მთაში შესაძლებელია თოვა. ღამით 6–7 გრადუსამდე შეიძლება მოყინოს.

თბილისში 13–14 ნოემბერს მცირე წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 15–16 ნოემბერს უნალექო ამინდია ნავარაუდევი. ტემპერატურა +11–13 გრადუსი იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0