როგორი ამინდი იქნება თბილისში ხუთშაბათს, 12 ნოემბერს

გამოწერა
დედაქალაქში ხუთშაბათს აცივდება – მოსალოდნელია უპირატესად ღრუბლიანი და ქარიანი ამინდი, შესაძლებელია მცირე წვიმაც.

თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. თბილისში ხუთშაბათს, 12 ნოემბერს უპირატესად ღრუბლიანი ამინდი და სუსტი წვიმაა მოსალოდნელი.

მინიმალური ტემპერატურა – პლუს 8 გრადუსი დაფიქსირდება ღამით, ხოლო დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება.

ქარი წამში 10–15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

მზე 07:46 საათზე ამოვა და 17:42 საათზე ჩავა.

ყველა ახალი ამბავი
0