თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ღრუბლიანი ამინდი შენარჩუნდება. სინოპტიკოსები ნალექსა და ტემპერატურის კლებას პროგნოზირებენ, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
„3-5 ნოემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 3-5 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +20, +25, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +16, +21 გრადუსი იქნება“, – ნათქვამია განცხადებაში.
სინოპტიკოსები აღნიშნავენ, რომ ამ კვირის ბოლოს საქართველოში შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები გავრცელდება, იწვიმებს, ხოლო მაღალ მთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა 4–5 გრადუსით დაიკლებს.
თბილისში ასევე მოსალოდნელია მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა 3-5 ნოემბერს პლუს 18–20, ხოლო 6 ნოემბერს პლუს 15–17 გრადუსი იქნება.