თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. უახლოეს დღეებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უპირატესად მზიანი და უნალექო ამინდია ნავარაუდევი, თუმცა 15 ოქტომბერს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ნათქვამია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +27, +32, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +22, +27 გრადუსია მოსალოდნელი.
„12-14 ოქტომბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 15 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლებელია მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +27, +32, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +22, +27 გრადუსია მოსალოდნელი“, – ნათქვამია განცხადებაში.
თბილისში თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.