საქართველოს რეგიონებში ძლიერი ქარია მოსალოდნელი – სინოპტიკოსების პროგნოზი

© Batumi City Hallქარი ბათუმში
ქარი ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დღეებში საქართველოს დედაქალაქში ღრუბლიანი ამინდია ნავარაუდევი – მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ნისლი.

თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე 6–11 ოქტომბრის პერიოდში მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ნათქვამია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში. 

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველოში ცვალებადი ამინდია ნავარაუდევი: სინოპტიკოსების პროგნოზი

„ქარის სიძლიერემ 9-10 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში, შესაძლოა, წამში 30 მეტრს გადააჭარბოს“, – აცხადებენ სინოპტიკოსები.

უწყების ცნობით, საქართველოში უახლოეს დღეებში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი – აღმოსავლეთ საქართველოში 6–7 ოქტომბერს ხანმოკლე წვიმა და ნისლია ნავარაუდევი.

„მაღალმთიან ზონაში ღამის საათებში, შესაძლოა, თოვლჭყაპი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა ბარში პლუს 15–20 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო 8 ოქტომბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში 6-8 ოქტომბერს დათბება და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +25, +30 გრადუსამდე მოიმატებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

თბილისში მოსალოდნელია მცირე წვიმა და ნისლი, 7-8 ოქტომბერს კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა პლუს 18–20 გრადუსი დაფიქსირდება.

ყველა ახალი ამბავი
0