ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 1 ოქტომბერს

გამოწერა
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს ოქტომბრის პირველ დღეს გრილი ამინდი ელოდებათ – დღისით ჰაერი 19 გრადუსამდე გათბება.

თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით თბილისში ხუთშაბათს, 1 ოქტომბერს შედარებით გრილი ამინდია ნავარაუდევი, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

მზე 06:58 საათზე ამოვა და 18:41 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 15 გრადუსი, ხოლო მაქსიმალური დღისით პლუს 19 გრადუსია ნავარაუდევი.

ქარი წამში 14-16 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

ყველა ახალი ამბავი
0