თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში პარასკევს, 18 სექტემბერს ძირითადად ღრუბლიან ამინდს პროგნოზირებენ. შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
მინიმალური ტემპერატურა ღამით იქნება +18, ხოლო დღისით მაქსიმალური ტემპერატურა +29 გრადუსი დაფიქსირდება.
ქარი წამში 10–15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.
მზე 06:44 საათზე ამოვა და 19:04 საათზე ჩავა.