მოსავალს საფრთხე ემუქრება: კახეთში ძლიერ წვიმას პროგნოზირებენ

გამოწერა
წვიმა, ქარი, სეტყვა, წყალდიდობა და მეწყერი – საქართველოს ტერიტორიაზე ამინდის გაუარესებაა ნავარაუდევი.

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. კახეთში უახლოეს დღეებში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ნათქვამია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

„15 სექტემბერს, გვიან საღამოდან 16 სექტემბრის დილამდე და 16 სექტემბრის საღამოდან 17 სექტემბრის დილამდე კახეთის რეგიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება“, – ნათქვამია განცხადებაში.

მთიან ზონებში ძლიერი ნალექების გამო მოსალოდნელია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ფორმირება.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ალაზნის მარცხენა შენაკადებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0