თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ნარჩუნდება ცვალებადი ამინდი - წვიმიანი ამინდი 25 აგვისტომდე შენარჩუნდება, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
„21 აგვისტოდან 24 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა“, - ნათქვამია განცხადებაში.
მთიან ზონებში უხვი ნალექის გამო შესაძლებელია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე და მშრალ ხევებში წყალმოვარდნები გამოიწვიოს.