როგორი ამინდი იქნება თბილისში ოთხშაბათს, 29 ივლისს

გამოწერა
ოთხშაბათს დედაქალაქში სიცხე შედარებით დაგვინდობს – იქნება 31 გრადუსი, შესაძლებელია მცირე წვიმა ელჭექით.

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით ოთხშაბათს, 29 ივლისს თბილისში ძირითადად მოღრუბლული ამინდია მოსალოდნელი. შესაძლებელია მცირე წვიმა ელჭექით.

ტემპერატურა ღამით იქნება +23 გრადუსი, ხოლო დღისით – +31 გრადუსი.

ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 05:52 საათზე ამოვა და 20:21 საათზე ჩავა.

ყველა ახალი ამბავი
0