როგორი ამინდი იქნება თბილისში შაბათს, 13 ივნისს

გამოწერა
სინოპტიკოსები დედაქალაქში შაბათს 31 გრადუსამდე სიცხეს პროგნოზირებენ, დღის მეორე ნახევარში კი მცირე წვიმაა მოსალოდნელი.

თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში შაბათს, 13 ივნისს დილიდან მზიანი ამინდი იქნება, დღის მეორე ნახევარში კი მოღრუბლულობა და მცირე ნალექია მოსალოდნელი.

ტემპერატურა ღამით იქნება +20, ხოლო დღისით +31 გრადუსი.

ქარი 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 05:25 საათზე ამოვა და 20:36 საათზე ჩავა.

ყველა ახალი ამბავი
0