01:08 09 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6356
  • 100 RUB4.1811
  • USD3.0758
ამინდი
მოკლე ბმულის მიღება
ამინდი საქართველოში (415)
149 0 0

ყურადღება, ცხელი და უნალექო ამინდი მოსალოდნელია საქართველოს დედაქალაქში 10-11 ივნისს - ჰაერი 34 გრადუსამდე გათბება.

თბილისი, 9 ივნისი - Sputnik. ცხელი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება  საქართველოს ტერიტორიაზე 11 ივნისამდე, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

„ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +32, +37, სანაპირო რაიონებში +25, +30, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +30, +35 გრადუსია მოსალოდნელი. 11 ივნისს მაღალი ტემპერატურის ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

შედარებით გრილი და წვიმიანი ამინდი იქნება 12-13 ივნისს დასავლეთ საქართველოში.

„ხანმოკლე წვიმა ელჭექით მოსალოდნელია აღმოსავლეთ საქართველოშიც, ზოგან სეტყვაც შესაძლებელია, თუმცა მაღალი ტემპერატურული ფონი შენარჩუნდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისში 9-11 ივნისს მოსალოდნელია ცხელი და უნალექო ამინდი - ჰაერი 34 გრადუსამდე გათბება. ხოლო 12-13 ივნისს ღამისა და საღამოს საათებში იწვიმებს.

თემები:
ამინდი საქართველოში (415)

მთავარი თემები