13:55 10 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4655
  • 100 RUB4.3263
  • USD3.0600
ამინდი
მოკლე ბმულის მიღება
ამინდი საქართველოში (406)
156 0 0

ამ დღეებში წვიმიანი და საკმაოდ გრილი ამინდი მთელ საქართველოში შენარჩუნდება. სინოპტიკოსები შესაძლო წყალდიდობაზეც საუბრობენ.

თბილისი, 25 მაისი – Sputnik. საქართველოში 26 მაისამდე უამინდობა გრძელდება – ქვეყნის უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი წვიმა და სეტყვა, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.

ძლიერი ნალექის გამო მთის ზონებში შესაძლებელია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები განვითარდეს.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება აღინიშნოს“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

ჰაერის ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით პლუს 7 გრადუსამდე შემცირდება, ხოლო დღისით 20 გრადუსამდე დათბება. დასავლეთ საქართველოში კი ღამით პლუს 4 გრადუსი, დღისით კი 16 გრადუსი იქნება.

მთაში და მაღალ მთაში ტემპერატურა ღამით ნულ გრადუსამდე შემცირება, ხოლო დღისით 14 გრადუსამდე დათბება.

თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმები ელჭექით. ტემპერატურა ღამით იქნება 11, ხოლო დღისით – 18 გრადუსი სითბო. ქარი დედაქალაქში 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

თემები:
ამინდი საქართველოში (406)

მთავარი თემები