09:10 07 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3476
  • 100 RUB4.2963
  • USD2.9562
ამინდი
მოკლე ბმულის მიღება
ამინდი საქართველოში (395)
187 0 0

საქართველოს დედაქალაქში თბილი და უნალექო ამინდია ნავარაუდევი. 18–20 მაისს ჰაერის ტემპერატურა 27 გრადუსამდე მოიმატებს, 21 მაისს კი 32 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი.

თბილისი, 18 მაისი – Sputnik. საქართველოში ზაფხულისთვის დამახასიათებელი ცხელი ამინდია მოსალოდნელი – 21 მაისს ჰაერის ტემპერატურა 35 გრადუსამდე მოიმატებს, ნათქვამია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში. 

„18-19 მაისს საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა ბარში პლუს 21–26 გრადუსია მოსალოდნელი. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 20 მაისიდან მოსალოდნელია ცხელი, უნალექო ამინდი. 21 მაისს ჰაერის ტემპერატურა პლუს 30–35 გრადუსამდე მოიმატებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს დედაქალაქში თბილი და უნალექო ამინდია ნავარაუდევი. 18–20 მაისს ჰაერის ტემპერატურა 27 გრადუსამდე მოიმატებს, 21 მაისს კი 32 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი. 18 მაისის დღის მეორე ნახევარში და 19 მაისს ძლიერი ქარია ნავარაუდევი.

თემები:
ამინდი საქართველოში (395)

მთავარი თემები