10:43 06 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3476
  • 100 RUB4.2963
  • USD2.9562
ამინდი
მოკლე ბმულის მიღება
ამინდი საქართველოში (395)
75 0 0

შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო 13 მაისს ისევ მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

თბილისი, 11 მაისი – Sputnik. საქართველოში 14 მაისიდან გამოიდარებს და დათბება – უახლოეს დღეებში ქვეყნის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია თბილი, თუმცა ცვალებადი ამინდი, ნათქვამია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

„11-12 მაისს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია თბილი ამინდი. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში საღამოს საათებში, შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში პლუს 23–28 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი პლუს 19–24 გრადუსი იქნება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან  გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო 13 მაისს მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

„გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 3-4 გრადუსით დაიკლებს. 14 მაისიდან შედარებით გამოიდარებს და დათბება“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

დედაქალაქში 13 მაისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ძლიერი ქარი. დანარჩენ დღეებში უნალექო ამინდი იქნება – თბილისში ჰაერის ტემპერატურა პლუს 22–24 გრადუსია ნავარაუდევი.

თემები:
ამინდი საქართველოში (395)

მთავარი თემები