საქართველოში დათბება: როგორ ამინდს გვპირდებიან სინოპტიკოსები

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურამ რამდენიმე გრადუსით მოიმატებს.

 

თბილისი, 19 მარტი — Sputnik.  საქართველოში დათბება – ქვეყნის უმეტეს ნაწილში 23 მარტს უნალექო, მზიანი ამინდია ნავარაუდევი, ჰაერი 23 გრადუსამდე გათბება, ნათქვამია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

„20–22 მარტს ცალკეულ რაიონებში მცირე ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღისით პლუს 9–14 გრადუსი, დასავლეთ საქართველოში კი 22 მარტს პლუს 18 გრადუსი იქნება“, – ნათქვამია განცხადებაში.

აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით 2-6 გრადუსი ყინვა, დღისით კი 13-15 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, ღამით დაბლობში პლუს 1-2 გრადუსი, დღისით კი პლუს 15-18 გრადუსია ნავარაუდევი.

როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთაში და მაღალ მთაში თოვლია მოსალოდნელი – ღამით 10 გრადუსი ყინვა, დღისით პლუს 6-8 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოში 22 მარტამდე თოვლია ნავარაუდევი – ღამით 8 გრადუსამდე ყინვა, დღისით კი პლუს 8 გრადუსია მოსალოდნელი.

ყაზბეგში პარასკევს ცვალებადი მოღრუბლულობა იქნება – ღამით ჰაერის ტემპერატურა მინუს 4 გრადუსი, დღისით კი პლუს 3 გრადუსი იქნება. შაბათს მოსალოდნელია თოვლი. ღამით ჰაერის ტემპერატურა მინუს 4 გრადუსი, დღისით კი ჰაერი 4 გრადუსამდე გათბება.

მესტიაში უახლოეს დღეებში მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით და ყინვა – ღამით მინუს 4 გრადუსი, დღისით კი  4 გრადუსი სითბო იქნება. კვირას გამოიდარებს და ტემპერატურა დღისით პლუს 7 გრადუსამდე გათბება.

უახლოეს დღეებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი ბათუმშიც – ჰაერის ტემპერატურა ღამით პლუს 5 გრადუსი, დღისით კი პლუს 15 გრადუსია ნავარაუდევი.

პარასკევს უნალექო ამინდია მოსალოდნელი საქართველოს დედაქალაქშიც – ღამით  პლუს 1 გრადუსი, დღისით კი პლუს 13 გრადუსი იქნება. უქმეებზე თბილისში წვიმაა ნავარაუდევი – ღამით პლუს 3–5 გრადუსი, დღისით კი 10–12 გრადუსი იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0