ზემო ლარსი: ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშისატვირთო ავტომობილები „სამხედრო გზაზე"
სატვირთო ავტომობილები „სამხედრო გზაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გზის გუდაური-კობის მონაკვეთი გაიხსნა – რუსეთის მიმართულებით მოძრაობა ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის ნებადართულია.

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე მოძრაობა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის აღდგა, ნათქვამია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე მოძრაობა თავისუფალია, გუდაური–კობის მონაკვეთზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

ყველა ახალი ამბავი
0