თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. თბილისში ხუთშაბათს, 27 თებერვალს მზიანი და თბილი ამინდია მოსალოდნელი.
ღამით ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსამდე შემცირდება, ხოლო დღისით +15 გრადუსამდე დათბება.
ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.
მზე 07:39 საათზე ამოვა და 18:48 საათზე ჩავა.
27 თებერვალს ყველაზე დაბალი ტემპერატურა დედაქალაქში - მინუს 9,4 გრადუსი 1985 წელს დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე მაღალი - 21,4 გრადუსი - 1987 წელს.