როგორი ამინდი იქნება თბილისში ხუთშაბათს, 20 თებერვალს

გამოწერა
დედაქალაქში ხუთშაბათს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი - დღისით სინოპტიკოსები 15 გრადუს სითბოს პროგნოზირებენ.

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში ხუთშაბათს, 20 თებერვალს მზიან და თბილ ამინდს პროგნოზირებენ.

ყველაზე დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდება 04:00 საათიდან 07:00 საათამდე, როდესაც +3 გრადუსამდე აცივდება, ხოლო დღისით, 16:00 საათისთვის მაქსიმალური ტემპერატურა +15 გრადუსამდე აიწევს.

ქარი 8-13 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 07:50 საათზე ამოვა და 18:39 საათზე ჩავა.

ყველა ახალი ამბავი
0