07:58 19 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1010
  • 100 RUB4.4902
  • USD2.8631
ამინდი
მოკლე ბმულის მიღება
უამინდობა საქართველოში (244)
52 0 0

ელექტროგამანაწილებელი კომპანიის ტექნიკური სამსახური დაზიანებების აღმოსაფხვრელად საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. ტყიბულში 3 500-მდე აბონენტს გადამცემი ხაზების დაზიანების გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მოსახლეობისთვის დენის მოწოდების პრობლემა ტყიბულში დიდთოვლობამ შექმნა. დიდი თოვლის გამო წაიქცა ხეები და ელექტროგადამცემ ხაზებს დაეცა.

ენერგოგამანაწილებელი კომპანია „ენერგო-პრო-ჯორჯიას" ინფორმაციით, დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების გამო ამჟამად ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფლებს: კურსები, ნაბოლები, ხრესილი, საწირე და სხვ. კომპანიის ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს დაზიანებების აღმოსაფხვრელად. ამასთან, ბრიგადები ტყიბულში სამტრედიიდან, ონიდან და ცაგერიდანაც ჩავიდნენ. ენერგომომარაგება, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე აღდგება.

ტყიბულში იმყოფება იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძეც.

თოვლია იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში. თოვლის საფარმა ზედა ზონის სოფლებში უკვე 70-100 სანტიმეტრს მიაღწია.

იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები როგორც ცენტრალურ ქუთაისი–ტყიბულის საავტომობილო გზაზე, ასევე სოფლების შიდა გზებზე.

თემები:
უამინდობა საქართველოში (244)

მთავარი თემები