04:10 26 მაისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4801
  • 100 RUB4.4615
  • USD3.1916
ამინდი
მოკლე ბმულის მიღება
უამინდობა საქართველოში (255)
37 0 0

რეგიონის მუნიციპალიტეტებში თოვლის საფარი ზოგან 1,5 მეტრს აჭარბებს. ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გზების გასაწმენდად ყველა სამსახურია მობილიზებული.

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. მაღალმთიან აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში ზვავი ჩამოწვა, უხვმა თოვლმა და ქარბუქმა რეგიონის მაღალმთიანი რაიონების მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

გაწმენდითი სამუშაოები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა და დილით ადრე გაგრძელდა.

ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, უამინდობამ დიდი პრობლემები შექმნა შიდა გზებზე. რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. მაღალმთიან აჭარაში უამინდობასთან საბრძოლველად საგანგებო შტაბი შეიქმნა.

„მობილიზებულია ყველა სამსახური, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობები, ასევე აჭარის საგზაო დეპარტამენტი. ცენტრალურ საგზაო დეპარტამენტთან ერთად პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები", – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.

თოვლის საფარი მაღალმთიან რეგიონში ზოგან 1,5 მეტრს აჭარბებს.

თემები:
უამინდობა საქართველოში (255)

მთავარი თემები