ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 15 თებერვალს

გამოწერა
საქართველოს დედაქალაქში შაბათს ნისლიანი და ცივი ამინდია ნავარაუდევი, თუმცა, ნალექი მოსალოდნელი არ არის

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში შაბათს, 15 თებერვალს ღრუბლიან და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.

მზე 07:57 საათზე ამოვა და 18:33 საათზე ჩავა.

ყველაზე მინიმალური ტემპერატურა 06:00-დან 08:00 საათამდე დაფიქსირდება - მინუს ორი გრადუსი, ყველაზე მაქსიმალური კი 16:00 საათისთვის - პლუს ხუთი გრადუსი.

ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0