18:10 26 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0291
  • 100 RUB4.2607
  • USD2.7946
ამინდი
მოკლე ბმულის მიღება
ტრანსპორტი საქართველოში (246)
38 0 0

„საქართველოს სამხედრო გზა" დღეს მხოლოდ ტრაილერებისთვის არის დაკეტილი – გუდაური-კობის მონაკვეთზე ლიპყინული შენარჩუნებულია.

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. თოვლისა და ლიპყინულის გამო მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საერთაშორისო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე აკრძალულია მოძრაობა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალებებისთვის, იუწყება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე დანარჩენი ტრანსპორტის მოძრაობა დაშვებულია გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. რეჟიმს საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (246)

მთავარი თემები