როდის დათბება საქართველოში: სინოპტიკოსების პროგნოზი

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ხედი
თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ერთ კვირაში დათბება - სინოპტიკოსების პროგნოზებით, რეგიონების უმრავლესობაში დადებითი ტემპერატურა იქნება

თბილისი, 13 თებერვალი - Sputnik. საქართველოში ყინვები კიდევ ერთი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება - ქვეყანაში დათბობა მოსალოდნელია 19 თებერვლიდან, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ გარემოს ეროვნული სააგენტოში.

თოვლი, ნისლი და ქარბუქი: საქართველოში მკვეთრად აცივდება >>

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 15 თებერვლამდე შენარჩუნდება ყინვა და არამდგრადი ამინდი - ქვეყნის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია ნალექი. შავი ზღვის სანაპიროზე შტორმი 4-5 ბალს მიაღწევს. მთაში და მაღალმთიანეთში მოსალოდნელია თოვლი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.

„თოვის, გაუარესებული ხილვადობის, ქარბუქის, ლიპყინულისა და  ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობა შეზღუდული იქნება", - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

ხუთშაბათს ღამით, აღმოსავლეთ საქართველოში, ჰაერის ტემპერატურა მინუს 8 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო პარასკევს - მინუს 4 გრადუსამდე. ნაშუადღევს ჰაერის ტემპერატურა პლუს 8-9 გრადუსამდე აიწევს. დასავლეთში, ღამით ტემპერატურა იქნება მინუს 1 გრადუსი, ხოლო დღის განმავლობაში - პლუს 9 გრადუსი. მთებში და მაღალმთიანეთში ღამით იქნება მინუს 13 გრადუსამდე, დღის განმავლობაში - მინუს 2.

მეტეხის ხიდი - Sputnik საქართველო
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 14 თებერვალს

სუსტი ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს ამ დღეებში ქვეყნის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილში.

„ყინვა და ცვალებადი ამინდი მთელ ქვეყანაში 15 თებერვლამდე შენარჩუნდება, მაგრამ ყინვები თანდათან შესუსტდება. 19 თებერვლიდან მოსალოდნელია დათბობა", - განაცხადეს სააგენტოში.

ყაზბეგში ხუთშაბათს მოსალოდნელია თოვლი - ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება მინიმუმ 3 გრადუსი, ხოლო დღის განმავლობაში მოიმატებს პლუს 5 გრადუსამდე. პარასკევს ღამით მოსალოდნელია მცირე თოვლი და 0 გრადუსი, ხოლო დღის განმავლობაში მოღრუბლული ამინდი და 7 გრადუსი სითბო იქნება.

მესტიაში მოსალოდნელია თოვლი - ხუთშაბათს ღამით ტემპერატურა მინუს 12 გრადუსამდე დაიწევს, დღის განმავლობაში კი ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება. პარასკევს, ღამით მინუს 15 გრადუსი და დღის განმავლობაში მინუს 5 გრადუსი იქნება.

ბათუმში მომდევნო ორი დღის განმავლობაში წვიმაა მოსალოდნელი. ხუთშაბათს ღამით იქნება პლუს 1 გრადუსი, დღის განმავლობაში კი ჰაერი 7 გრადუსამდე გათბება. პარასკევს, ჰაერის ტემპერატურა ღამით პლუს 5 გრადუსს მიაღწევს, ხოლო დღის განმავლობაში - პლუს 9 გრადუსს. შავი ზღვის სანაპიროზე შტორმი 4-5 ბალს მიაღწევს.

თბილისში ასევე მოსალოდნელია თოვლი  - დედაქალაქში ხუთშაბათს ღამით 3 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი, ხოლო პარასკევს ტემპერატურა პლუს 3 გრადუსამდე აიწევს. დღის განმავლობაში ჰაერი პლუს 5-7 გრადუსი იქნება.

ამ ზამთარს საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმაზე ერთი გრადუსით მაღალია, ხოლო ნალექი ნორმის ფარგლებშია.

ბოლო წლების ყველაზე ცივი ზამთარი საქართველოში 2011 წელს იყო. მაშინ დასავლეთ საქართველოს ბარში ჰაერის საშუალო ტემპერატურა იყო 3-4 გრადუსი სითბო, ხოლო აღმოსავლეთში - 0-1.

ყველა ახალი ამბავი
0