როგორი ამინდი იქნება თბილისში ოთხშაბათს, 29 იანვარს

გამოწერა
დედაქალაქში შედარებით დათბება – ღამით მოსალოდნელია პლუს სამი გრადუსი, ხოლო დღისით ჰაერი 11 გრადუსამდე დათბება.

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. თბილისში ოთხშაბათს, 29 იანვარს უპირატესად მზიანი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით +3 გრადუს ნიშნულზე დაფიქსირდება. დღისით ჰაერი 11 გრადუსამდე დათბება.

ქარი 8-13 მეტრი/წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 08:16 საათზე ამოვა და 18:11 საათზე ჩავა.

ყველა ახალი ამბავი
0