როგორი ამინდი იქნება თბილისში პარასკევს, 17 იანვარს

გამოწერა
დედაქალაქში შედარებით აცივდება - დღისით მაქსიმალური ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება, ხოლო ღამით - მინუს 1 გრადუსი

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. სინოპტიკოსები პარასკევს, 17 იანვარს, დღის პირველ ნახევარში თბილისში დროგამოშვებით თოვლჭყაპს პროგნოზირებენ, ხოლო დღის მეორე ნახევარში ნალექი შეწყდება და ნაწილობრივ მოღრუბლული ამინდი იქნება.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა დაფიქსირდება ღამით -1 გრადუს ნიშნულზე, ხოლო დღისით მაქსიმალური ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება.

ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 08:25 საათზე ამოვა და 17:57 საათზე ჩავა.

ყველა ახალი ამბავი
0