თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოს ტერიტორიაზე ორშაბათს, 13 იანვარს ამინდის მკვეთრ გაუარესებას პროგნოზირებენ.
დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში დაბლობში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში კი თოვლი და ქარბუქი.
ჰაერის ტემპერატურა დაბლობში +4-6 გრადუსი, მთაში 0-5 გრადუსი, მაღალ მთაში კი –5-0 გრადუსია ნავარაუდევი. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება, დროგამოშვებით კი 17-22 მეტრს მიაღწევს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ზღვაზე 2-3 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალ მთაში, ძირითადად, თოვლის სახით. დაბლობში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 5-10 გრადუსს მიაღწევს, მთაში 0-5 გრადუსი, მაღალ მთაში კი –5-0 გრადუსი იქნება. ქარის სიჩქარე დროგამოშვებით 17-22 მეტრს მიაღწევს.
რაც შეეხება საქართველოს დედაქალაქს, თბილისში ძირითადად უნალექო ამინდია ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 8 გრადუსს მიაღწევს, ქარის სიძლიერე დროგამოშვებით წამში 17-22 მეტრი იქნება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს ტერიტორიაზე ამინდი სამშაბათიდან, 14 იანვრიდან გაუმჯობესდება და ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. ღამით ყინვა გაძლიერდება და აცივდება, დღისით კი ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს.