ამინდის სიურპრიზები: ყაზბეგში მოთოვა – ვიდეო

© photo : courtesy of Faig Huseynovყაზბეგი
ყაზბეგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დღეებში სინოპტიკოსებმა განაცხადეს, რომ საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს, თუმცა ყაზბეგში კვირას თოვლი მოვიდა.

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. ყაზბეგში თოვლი მოვიდა. ამის შესახებ Facebook-მომხმარებელი ნიკა გომიაშვილი წერს და აქვეყნებს დათოვლილი მთების ამსახველ ვიდეოს.

„აგვისტოში თოვლი მოვიდა" – 25.08.2019", – წერს გომიაშვილი.

ამ დღეებში სინოპტიკოსებმა განაცხადეს, რომ საქართველოში და, მათ შორის, მთიან რეგიონებში ტემპერატურა მოიმატებდა. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციისგან მიღებული ინფორმაციით, 3 სექტემბრამდე მთებში მოსალოდნელია თბილი მასების გავრცელება. თუმცა ყაზბეგში მოთოვა, ხოლო თბილისში უქმეებზე წვიმდა და არც ისე ძალიან ცხელოდა, როგორც ამაზე სინოპტიკოსები გვაფრთხილებდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0