თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. თბილისში შაბათს, 13 ივლისს უპირატესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი.
ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით +20 გრადუსზე დაფიქსირდება, ხოლო დღისით ჰაერი 27 გრადუსამდე გათბება.
ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს, მაგრამ დროგამოშვებით 17-22 მეტრამდე გაძლიერდება.
მზე 05:37 საათზე ამოვა და 20:35 საათზე ჩავა.