საქართველოში კვლავ დაცხება

გამოწერა
თბილისში უახლოეს დღეებში ჰაერის ტემპერატურა 35 გრადუსს მიაღწევს.

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოში სამშაბათიდან ჰაერის ტემპერატურის მატებას ვარაუდობენ.

ამინდი საქართველოში გასულ კვირაში გაუარესდა – პერიოდულად წვიმდა, ქარი ზოგიერთ რაიონში წამში 28-32 მეტრი სიჩქარით ქროდა. კვირას, ღამით მაღალმთიან რაიონებში მოთოვა.

ბაკურიანი - Sputnik საქართველო
ჭირვეული ამინდი: 1 ივლისს ბახმაროში გათოვდა

სამშაბათიდან ნალექი შეწყდება. აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ხოლო ხუთშაბათს 35 გრადუსს მიაღწევს. ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

დასავლეთ საქართველოში სამშაბათს ტემპერატურა 33 გრადუსს მიაღწევს. ამინდი შედარებით გაუარესდება ხუთშაბათს – დღისით მცირე ნალექია მოსალოდნელი. ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

თბილისში სამშაბათიდან უნალექო და მზიანი ამინდი იქნება. სამშაბათს ჰაერი 28 გრადუსამდე გათბება. ხოლო ხუთშაბათს - 35 გრადუსამდე. ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

 

ყველა ახალი ამბავი
0