ჭირვეული ამინდი: 1 ივლისს ბახმაროში გათოვდა

CC BY 2.0 / Kris Duda / Bakurianiბაკურიანი
ბაკურიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბახმაროს დამსვენებლებს დილით თოვლი დახვდათ.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. კურორტ ბახმაროში ორშაბათის ღამით თოვლი მოვიდა. დათოვლილი კურორტის ამსახველ ფოტოკადრებს Facebook-ის მომხმარებლები აქტიურად ავრცელებენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ აღნიშნული მოვლენა განმარტა.

„დღეს, ღამით ამ მთაგორიან რაიონში დაფიქსირდა დაბალი ტემპერატურა, ნულთან მიახლოებული. ამიტომ ლოგიკურია, რომ იქ გათოვდებოდა", – განაცხადა გვაზავამ „Sputnik–საქართველოსთან".

სინოპტიკოსები საქართველოს ტერიტორიაზე აგრილებას პროგნოზირებენ, რომელიც 2 ივლისამდე გაგრძელდება – მოსალოდნელია წვიმა, სეტყვა, ძლიერი ქარი, შავიზღვისპირეთში კი 2-3 ბალიანი შტორმია ნავარაუდევი.

ყველა ახალი ამბავი
0