18:01 24 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0571
  • 100 RUB4.3980
  • USD2.8299
ამინდი
მოკლე ბმულის მიღება
193 0 0

გავრცელებული ინფორმაციით, მახინჯაურში სატრანსპორტო მოძრაობა რამდენიმე საათის განმავლობაში სრულად პარალიზებული იყო, ხოლო ბათუმის მთავარი შესასვლელი — ჩაკეტილი. 

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. ძლიერი წვიმის გამო მახინჯაურსა და ბათუმში წუხელ სერიოზული პრობლემები გამოიწვია, იუწყება ტელეარხი „იმედი“.

გავრცელებული ინფორმაციით, მახინჯაურში სატრანსპორტო მოძრაობა რამდენიმე საათის განმავლობაში სრულად პარალიზებული იყო, ხოლო ბათუმის მთავარი შესასვლელი — ჩაკეტილი. 

მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც შპს „ბათუმის წყლის“ თანამშრომლებმა მახინჯაურის მონაკვეთზე სანიაღვრე არხები და ჭები გაწმინდეს, ცენტრალურ გზაზე წყლის დონემ იკლო და მიძრაობა აღდგა.

როგორც მახინჯაურის მოსახლეობა აცხადებს, ცენტრალური გზის  აღნიშნულ მონაკვეთზე ყოველი ძლიერი წვიმისას იქმნება პრობლემები და მძრაობა პარალიზდება, ვინაიდან სანიაღვრე არხები და ჭები გაუმართავია და უხვ ნალექს ვერ ატარებს.

რაც შეეხება ბათუმს, ქალაქში დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები. ქალაქის მერის, ლაშა კომახიძის განცხადებით, ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და სწორედ ამის გამო გაძნელდა სანიაღვრე არხებით ნალექის გატარება.

აღსანიშნავია, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მოქალაქეების მხრიდან 40-მდე შეტყობინება შევიდა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, 2 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

 

მთავარი თემები