თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. სინოპტიკოსები პარასკევს, 14 ივნისს თბილისში დღისით უპირატესად მზიან ამინდს ვარაუდობენ, ხოლო საღამოს მცირე წვიმაა მოსალოდნელი ელჭექით.
ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით +20 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით +29 გრადუსამდე მოიმატებს. ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.
მზე 05:25 საათზე ამოვა და 20:36 საათზე ჩავა.