ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 24 მარტს

გამოწერა
დედაქალაქში კვირას 8 გრადუსამდე დათბება

თბილისი, 22 მარტი — Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში კვირას, 24 მარტს უპირატესად ღრუბლიან ამინდსა და ხანმოკლე წვიმებს პროგნოზირებენ.

ჰაერის ტემპერატურა ღამით +5 გრადუსამდე შემცირდება, ხოლო დღისით მაქსიმუმ 8 გრადუსამდე დათბება. ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს, თუმცა, შესაძლოა, დროგამოშვებით 17-22 მეტრამდე გაძლიერდეს.

მზე 06:58 საათზე ამოვა და 19:16 საათზე ჩავა.

ყველა ახალი ამბავი
0