თბილისი, 13 მარტი — Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოს დედაქალაქში პარასკევს, 15 მარტს მოღრუბლულ ამინდს და მცირე ნალექს პროგნოზირებენ.
მზე 07:13 საათზე ამოვა და 19:06 საათზე ჩავა.
ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით +8 გრადუსი, დღისით მაქსიმალური კი +13 გრადუსი იქნება. ქარის სიჩქარე წამში 8-13 მეტრი იქნება.