13:40 18 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7603
  • 100 RUB4.2518
  • USD3.1886
ამინდი
მოკლე ბმულის მიღება
უამინდობა საქართველოში (289)
368 0 0

უხვმა ნალექმა, შესაძლოა, ზვავების წარმოქმნა გამოიწვიოს

თბილისი, 6 იანვარი – Sputnik. საქართველოში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი – გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 6 იანვრის საღამოდან 8 იანვრის ჩათვლით მოსალოდნელია წვიმა, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში – თოვლი და ქარბუქი.

„6 იანვარს დღის ბოლოდან 8 იანვრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, მაღალმთაში ზოგან ქარბუქი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა", – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

ასევე, გარემოს დაცვის სააგენტოში აღნიშნავენ, რომ, შესაძლოა, ძლიერმა ნალექმა მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.



თემები:
უამინდობა საქართველოში (289)

მთავარი თემები