ფარავნის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

© photo: Roads Department of Georgia / FBგაწმენდითი სამუშაოები გზაზე
გაწმენდითი სამუშაოები გზაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეზღუდვები საქართველოს გზებზე თოვლისა და ლიპყინულის გამო მოქმედებდა

თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. ფარავნის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, აღნიშნულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კერძოდ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის 93-110-კმ  მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა თოვისა და ლიპყინულის გამო შაბათს საღამოს აიკრძალა. 

ამჟამად გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0